გაყიდვები

გაყიდვა არ არის მხოლოდ შეთავაზება. ეს არის უნარი, შექმნა რეალური კავშირი მომხმარებელთან, გამოიწვიო ნდობა და დაასრულო გარიგება იმ სტილით, რომელიც განგასხვავებს სხვებისგან. BDO Academy-ის კურსი აერთიანებს გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, მომხმარებლის ფსიქოლოგიას, მოლაპარაკების ტექნიკებსა და ციფრულ სტრატეგიებს. 

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსი მიზნად ისახავს გაყიდვების ფსიქოლოგიური და ტექნიკური კომპონენტების საფუძვლიანად შესწავლას – როგორ ყალიბდება ნდობა, როგორ ხდება ეფექტური კომუნიკაცია კლიენტთან და რა განსაზღვრავს წარმატებულ გარიგებას. პროგრამა მოიცავს ციფრულ და სოციალურ არხებში გაყიდვების სტრატეგიებს, მოლაპარაკებების წარმართვის მეთოდებსა და ლიდების გენერაციის თანამედროვე პრაქტიკებს. კურსზე გაყიდვების პროცესი განხილულია პირადი ბრენდინგის ჭრილში, რაც ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პროფესიულ იდენტობასთან დაკავშირებას და მისი პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას სხვადასხვა სამუშაო კონტექსტში.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • გაყიდვების მენეჯერები
  • ბიზნესის განვითარების სპეციალისტები
  • მარკეტინგის, PR-ისა და კლიენტთა მომსახურების გუნდები
  • ისინიც, ვინც დამოუკიდებლად ქმნის ან ყიდის საკუთარ პროდუქტს ან მომსახურებას

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • გაყიდვების პროცესის წარმართვას ყოველგვარი „ზეწოლის“ გარეშე
  • მაღალი ხარისხის ლიდების გენერაციას ციფრული და ტრადიციული არხებით
  • ეფექტურ მუშაობას CRM სისტემებით, ჩატბოტებითა და სხვა ციფრული ინსტრუმენტებით
  • გაყიდვების განხორციელებას LinkedIn, Instagram და Facebook პლატფორმებზე
  • გარიგებების პროფესიონალურ დახურვას და ერთგული კლიენტების წრის ჩამოყალიბებას

სწავლების მეთოდოლოგია

  • თეორიული სესიები
  • ინტერაქტიული სავარჯიშოები
  • რეალური ქეისების განხილვა
  • ჯგუფური მუშაობა და პრაქტიკული დავალებები

სასწავლო კურსის შინაარსი

  • გაყიდვების მენეჯერი როგორც ბრენდი
  • ციფრული გაყიდვები და ინსტრუმენტები (CRM, ჩატბოტები და სხვ.)
  • ცივი ზარის ტექნიკები და შეხვედრის დანიშვნა
  •  სოციალური გაყიდვები (LinkedIn, Instagram, Facebook)
  • მოლაპარაკების ფსიქოლოგია და გარიგების დახურვის სტრატეგიები
  • ლიდების გენერაცია და ნეთვორქინგი (B2B / B2C)
  • Upselling და Cross-selling სტრატეგიები


დაჯი ლიპარტელიანი

ანტრეპრენერი და გაყიდვების ექსპერტი


15+ წლიანი გამოცდილებით. ტექ სტარტაპ ehotelspace-ისა და gaamtsvane.ge-ს დამფუძნებელი

🔗 LinkedIn

⏲︎  ხანგძლივობა: 10 საათი

ღირებულება: 600 ლარი

 

რეგისტრაცია
სილაბუსი