1C

თუ გეგმავთ შეისწავლოთ პროგრამა 1C პროფესიული ინტერესისთვის, გთავაზობთ 1C-ის შემსწავლელ სასერტიფიკატო კურსებს. პროგრამის წარმატებულად დასრულების შედეგად შესაძლებელი იქნება საქართველოს ბაზარზე არსებულ მოწინავე კომპანიებში დასაქმება ისეთ პოზიციებზე როგორებიცაა:

  • 1C მოლარე – ოპერატორი
  • მონაცემთა ბაზის 1C ადმინისტრატორი
  • ბუღალტერი
  • შესყიდვებისა და გაყიდვების მენეჯერი
  • მაღაზია-საწყობის მმართველი და სხვა.

სწავლების მეთოდოლოგია

სასწავლო პროცესი დინამიურია და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. კურსის ბოლოს, ტესტირების შედეგების საფუძველზე, გაიცემა მომხმარებლის სერტიფიკატი.

გთავაზობთ 1C-ის ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით:

1C ERP 

1C ERP 2.0 უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების მრავალმხრივი ანალიზის შესაძლებლობას კომპანიის მენეჯმენტისთვის, ინფორმაციის ოპერატიულ მიღებასა და ეფექტურ დამუშავებას საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, ასევე გამარტივებულ აღრიცხვას უშუალო შემსრულებლებისთვის.

1C დისტრიბუცია

1C დისტრიბუცია არის მზა გადაწყვეტილება, რომელიც შემუშავებულია ადგილობრივი სადისტრიბუციო ბაზრის მოთხოვნების მიხედვით და ეფუძნება წამყვან საერთაშორისო გამოცდილებას.

1C მაღაზია-საწყობი

1C მაღაზია-საწყობი პროგრამული პროდუქტია საცალო და საბითუმო ვაჭრობის ავტომატიზაციისთვის, რომელიც შემუშავებულია ბიზნესის მართვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ვინაიდან პროდუქტი უნივერსალურია, მასში გათვალისწინებულია სხვადასხვა ფორმატის მაღაზიების სპეციფიკა.

1C ბუღალტერია

პროგრამული პროდუქტი 1C ბუღალტერია არის ინტეგრირებული სააღრიცხვო სისტემა, რომელიც შემუშავებულია ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპებისა და ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად. პროდუქტის გამოყენება წარმატებით არის შესაძლებელი სხვადასხვა მასშტაბის კომპანიებში. ყველა ზემოთ აღნიშნული პროდუქტი ლოკალიზებულია ქართულ ენაზე და მთლიანად ადაპტირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ელა მანუკიანი

მენეჯერი, BDO Academy


მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებით, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სტუდენტი.

🔗 LinkedIn

ხანგძლივობა: განსხვავებული 

ღირებულება: განსხვავებული

რეგისტრაცია
სილაბუსი