ტრენერების ტრენინგი 

მათთვის, ვისაც ცოდნის სხვებისთვის გაზიარება და ტრენერობა იზიდავს, BDO Academy წარმოგიდგენთ კურსს ტრენერების ტრენინგს (TOT). ამ კურსის გავლით შეძლებთ შეისწავლოთ და განავითაროთ ტრენერისთვის და ტრენინგის მენეჯმენტისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, რათა შეძლოთ სრულყოფილი და საინტერესო ტრენინგის სესიების ჩატარება. 

კურსის მიზანი 

  • ეფექტიანი ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო ცოდნის მიღება 

  • აუდიტორიასთან მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარის გამომუშავება 

  • ტრენინგის ჩატარების სპეციფიური ტექნიკების შესწავლა 

  • შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება / დახვეწა. 

კურსი განკუთვნილია:

  • ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს მიიღოს ცოდნა ტრენინგის, როგორც სწავლების ინტერაქციული მეთოდის შესახებ და გამოიმუშავოს ტრენერის უნარ-ჩვევები
  • მოქმედი ტრენერებისთვის, ვისაც სურთ გაიუმჯობესონ ტრენინგის ჩატარების უნარ-ჩვევები.

კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ:

  • შეიქმნათ სწორი წარმოდგენა ტრენინგის, როგორც სწავლების ინტერაქციული მეთოდის შესახებ
  • ეფექტურად ააწყოთ ტრენინგის პროგრამა
  • საფუძვლიანად მოემზადოთ ტრენინგის ჩატარებისთვის
  • სწორად წარმართოთ ტრენინგის მიმდინარეობა
  • გამოიყენოთ ტრენინგის განსხვავებული მეთოდები იმისთვის, რომ უფრო საინტერესო და სახალისო გახადოთ სწავლების პროცესი
  • მოქნილად მართოთ ჯგუფის დინამიკა
  • მოერგოთ განსხვავებული ტიპის აუდიტორიას და სასურველი მიმართულებით წარმართოთ „რთული“ სიტუაციები.

ტრენინგს ექნება პრაქტიკული ხასიათი. ტრენერისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ, მსმენელები გააკეთებენ დავალებას – თავად ჩაატარებენ  დემო ტრენინგს და მიიღებენ უკუკავშირს.

კურსის თემატიკა 

  • ტრენინგის, როგორც სწავლების ერთ-ერთი მეთოდის არსი და დანიშნულება
  • მოზრდილთა სწავლების სპეციფიკა
  • ტრენინგის ციკლი და სტრუქტურა
  • ტრენინგისთვის მომზადება
  • პროფესიონალი ტრენერის მახასიათებლები
  • ტრენერობის სხვადასხვა სტილი
  • ტრენინგის წარმართვის ძირითადი წესები
  • ინფორმაციის გადაცემა – მიღების თავისებურებები
  • ტრენინგის მეთოდები
  • „რთული“ მონაწილეებისა და ჯგუფის დინამიკის მართვა
  • პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი.

ლიკა ჯაფარლი

ტრენერი, სოციალური ფსიქოლოგი


12 წლიანი აქტიური გამოცდილება ტრენინგებისა და განვითარების სფეროში, კონფლიქტების მართვის მაგისტრი, ჩატარებული აქვს 500-ზე მეტი სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგი თუ კონსულტაცია, როგორც ბიზნეს, ისე საჯარო სექტორში.

ხანგრძლივობა: 24 საათი

ღირებულება: 750 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი