საგადასახადო კოდექსი 

საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს. BDO Academy-ის კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოქმედი გადასახადების მიხედვით დაბეგვრის ძირითადი პრინციპები, გააცნოს – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალი და საერთაშორისო დაბეგვრის ზოგადი პირნციპები.

კურსი განკუთვნილია:

  • დამწყები და პრაქტიკოსი ბუღალტრებისათვის
  • საგადასახადო დაბეგვრის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც დაგროვებული აქვთ გარკვეული გამოცდილება და შეძენილი აქვთ ზოგადი ცოდნა ფინანსური აღრიცხვის სფეროში

კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ:

  • საგადასახადო სისტემისა და დაბეგვრის პრინციპების გამოყენებას
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსთან მუშაობას
  • საქართველოში მოქმედი გადასახადების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის გაღრმავებას
  • გადასახადებთან დაკავშირებული ძირითადი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გაცნობას
  • კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან ტრენინგის მონაწილეები
  • გარკვეული თემების დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირებები ცოდნის შესამოწმებლად 
  • კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით და მიმდინარე მდგომარეობით არსებული  ნორმატიული აქტების შესახებ (ბრძანებები, ინსტრუქციები, კომენტარები, სიტუაციური სახელმძღვანელოები და ა.შ.) საინფორმაციო ბაზა ელექტრონული ფორმით.   

თემატიკა

  • საქართველოს საგადასახადო სისტემა
  • გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო ორგანოს ურთიერთობა – უფლებები და ვალდებულებები
  • საგადასახადო ვალდებულებისა და ანგარიშგების მარეგულირებელი საკითხები
  • საქართველოში მოქმედი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები
  • მოგების გადასახადის ე.წ. ძველი და ახალი მოდელები, მათ შორის არსებული სხვაობების შესწავლა, დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზი
  • საერთაშორისო დაბეგვრა და გადასახადსაგან თავის არიდების აღკვეთა – ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების გამოყენების პრინციპები
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება – ინტეგრირებული ტარიფი
  • საგადასახადო კონტროლი
  • საგადასახადო სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა
  • საგადასახადო დავის წარმოება

ბაია იზორია

საგადასახადო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი


მუშაობის 7 წლიანი გამოცდილებით, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სტუდენტი.

ხანგრძლივობა: 44 საათი

ღირებულება: 500 ლარი (დღგ-ის ჩათვლით)

რეგისტრაცია
სილაბუსი