მასტერი MS Excel-ში 

BDO Academy გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს MS Excel-ში, რომელიც არის ყველაზე გამოყენებადი აპლიკაცია მსოფლიოში. ექსელი ამარტივებს მონაცემთა ანალიზს, მათ შორის ისეთი ფინანსური მონაცემების მონიტორინგს, როგორიცაა მოგება, ზარალი, შესყიდვები, გადახდები, ბიუჯეტის დაგეგმვა და ჩექლისტების ორგანიზებულად მართვა.

კურსის მიზანია მსმენელებისათვის ექსელის სიღრმისეული ფუნქციების გაცნობა.

კურსი განკუთვნილია:

  • მთავარი ბუღალტრებისთვის
  • აუდიტორებისთვის
  • ფინანსური მენეჯერებისთვის
  • ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის
  • მარკეტინგის მენეჯერებისთვის
  • ყველასთვის, ვისაც აქვს საბაზისო ცოდნა ექსელში და სურს შეისწავლოს ექსელის მეტი შესაძლებლობები.

კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ:

  • იმუშაოთ ექსელის გაძლიერებულ ფუნქციებთან
  • შექმნათ მაკროსები
  • გააძლიეროთ მონაცემთა ანალიზის და კონტროლის უნარი.

ტრენინგს ექნება პრაქტიკული ხასიათი. განხილული იქნება მაგალითები, რომლებშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები მსმენელები, რამდენიმე ტრენინგის შემდეგ მსმენელებს მიეცემათ ერთი პრაქტიკული დავალება, რაც მათ საკუთარი ცოდნის შემოწმების საშუალებას მისცემს. ამასთან, ჩატარდება შუალედური ტესტი და საბოლოო გამოცდა. 

თემატიკა 

  • მონაცემების სორტირება, გაფილტვრა, გაფართოებული ფილტრები და მათი გამოყენება; ფუნქციები – Sumif, Sumifs, Countif, Countifs, Averageif, Averageifs, Abs, Int, Trunc, Power, Product, Round, Roundup, Rounddown, Roman, Sqrt
  • პირობითი ფორმატირება
  • მონაცემების მომხმარებლის ფორმატის შექმნა და გამოყენება; Lookup & Reference ფუნქციები – Lookup, Hlookup, VLookup, Match, Index, Row, Column; მათი კომბინირებული გამოყენება. ბაზებთან სამუშაო ფუნქციები – Dsum, Dmin, Dmax, Dcounta
  • FV, PV, Rate, NPER, PMT, IPMT, PPMT
  • Development-ის ინსტრუმენტები
  • Scenario Manager, Goal Seek, Solver.

მარიამ ბექაური

ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი


მუშაობის 8 და Microsoft Excel-ის ტრენერობის 3 წლიანი გამოცდილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ხანგრძლივობა: 26 საათი  

ღირებულება: 450 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი