სოციალური მედია მარკეტინგი 

სოციალური მედია ციფრულ სივრცეში საკომუნიკაციო არხების ერთობლიობაა, რომელიც გვეხმარება ბრენდის შექმნასა და პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობაში. BDO Academy-ის ტრენინგი დაგეხმარებათ ფეხი აუწყოთ ყოველდღიურად განახლებადი სფეროს ტემპს.

კურსის მიზანი

  • სოციალური მედიის, როგორც ბიზნესპლატფორმის შესაძლებლობების გაცნობა
  • სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვისა და შესრულების საჭირო უნარების გამომუშავება
  • სოციალურ მედიაში რეკლამის მენეჯმენტის პრინციპებისა და ანალიტიკის გაცნობა

კურსი განკუთვნილია:

  • მარკეტინგის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის
  • საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის
  • ყველასთვის, ვისაც სურს შეიძინოს და განიმტკიცოს ცოდნა სოციალური მედია პლატფორმებში. 

კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ:

  • ციფრული და სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას
  • Facebook-ისა და Instagram-ის სარეკლამო სტრატეგიის ოპტიმიზაციას
  • ციფრულ და სოციალურ მედიაში კამპანიისგან მიღებული შედეგების გაანალიზებას.

ტრენინგი ჩატარდება სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენებით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით უკეთ გაიაზრონ განსახილველი თემის არსი და მნიშვნელობა და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

კურსის თემატიკა

  • ციფრული და სოციალური მედია მარკეტის მიმოხილვა

    • ტოპ გვერდები
    • ტრენდები და გამოწვევები
    • სტატისტიკა
    • ქართული სარეკლამო ბაზრის შესაძლებლობები
    • ძირითადი საკომუნიკაციო არხები და პლატფორმები
  • თარგეთინგის შესაძლებლობები
  • შესყიდვის ტიპები
  • რემარკეტინგი
  • Paid / Owned / Earned Media
  • ციფრული კამპანიის დაგეგმარება
  • Google 101
  • კამპანიის გეგმარება სოციალურ მედიაში
  • ფლეისმენტის ტიპები და ფორმატები
  • სტრატეგიის შემუშავება
  • კონტენტის ტიპები და ტრენდები
  • როგორ ველაპარაკოთ სხვადასხვა თაობებს
  • Live / Stories / Video etc. Production
  • Business / Ads Manager
  • Facebook Insights & Analytics
  • ფეისბუქ ჯგუფები
  • მომხმარებელთან ურთიერთობა
  • კრიზისის მენეჯმენტი
  • Influencer Marketing
  • Self-Branding in Social Media

თინი ოსეფაშვილი

ციფრული და სოციალური მედია კომუნიკაციების სპეციალისტი


მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით. “ლიბერთის” სოციალური მედია კომუნიკაციების ჯგუფის უფროსი. კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სატელევიზიო მეგა-პროექტების, გლობალური და ლოკალური ბრენდების კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას.

ხანგრძლივობა: 22 საათი

ღირებულება: 600 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) 

რეგისტრაცია
სილაბუსი