BDO Academy-ში ACCA CBE-სა და Pearson VUE-ს საგამოცდო ცენტრების მუშაობა 1 ივლისიდან აღდგება. გამოცდებზე გასვლა შესაძლებელია შეზღუდულ დღეებში:

  • ACCA CBE – სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს – 11:00-18:00
  • Pearson VUE – ოთხშაბათსა და ხუთშაბათს – 11:00-18:00

ACCA CBE გამოცდაზე რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: https://bdoacademy.edu.ge/register/

Pearson VUE-ს გამოცდაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით მითითებულ ბმულს: https://home.pearsonvue.com/test-taker.aspx

საგამოცდო ცენტრები სუფთავდება ინტენსიურად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით. დაწესებულებაში განთავსებულია ანტიბაქტერიული ხელის დასაბანი საშუალება, რომელიც შეიცავს 70%-იან ალკოჰოლს და დახურული ურნები, რომელშიც მხოლოდ პირბადეების და ხელთათმანების გადაყრაა ნებადართული.

დაწესებულებაში შემოსვლისთანავე მოხდება პირების თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს როგორც კომპანიის თანამშრომლების, ასევე ნებისმიერი სტუმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში (37+ ტემპერატურა) მოხდება აღრიცხვა და დაუყოვნებლივ გადაეცემა 112-ის ცხელ ხაზს.

დაწესებულებაში გაკრული ყველა წესის დაცვა სავალდებულოა.

ძირითადი რეკომენდაციები:

  • გამოცდაზე გამსვლელი პირი დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეს წინასწარ განსაზღვრულ თარიღსა და დროზე. სხვა შემთხვევაში აკადემიაში მოსვლა დაუშვებელია განრიგისგან განსხვავებულ დროს
  • საგამოცდო ცენტრში არცერთი პირი არ დაიშვება დამცავი ნიღბის გარეშე
  • გამოცდაზე გამსვლელი პირი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები. მათ შორის, ცენტრში შემოსვლისთანავე დაიბანოს ხელები, დაიმუშაოს ანტიბაქტერიული ხსნარით და ასევე, გაწმინდოს პირადი ნივთები
  • გამოცდის პერიოდში საგამოცდო კომპიუტერთან მუშაობისას მსმენელი ვალდებულია ეკეთოს დამცავი ნიღაბი და ხელთათმანი, რომელითაც BDO Academy უზრუნველყოფს
  • გამოცდაზე გამსვლელ პირსა და დამკვირებელს შორის მოხდება უსაფრთხო დისტანციის დაცვა (2მეტრი)

დარჩი სახლში თუ:

  • ხარ ქრონიკული დაავადების მატარებელი
  • გაქვს Covid-19-სთვის დამახასიათებელი ნიშნები
  • კონტაქტი გქონდა კოვიდ ინფექციის მატარებელ პირთან

#კენწეროარარსებობს